ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება უზენაესმა სასამართლომ აუკრძალა. ასევე მას გაუყინეს საბანკო ანგარიშები. ამის შესახებ BBC წერს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაადასტურა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს უფლებამოსილება ამერიკულ ბანკებში ვენესუელის სახსრების გაკონტროლების თაობაზე.
ვენესუელაში მრავალრიცხოვანი აქციები მას შემდეგ არ წყდება, რაც 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.