„სამხრეთ კურილის კუნძულებზე სუვერენიტეტი იაპონიას ეკუთვნის“ - ეს განცხადება იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისს განაცხადა.
იაპონია არ ცნობს რუსეთის სუვერენიტეტს სამხრეთ კურიილის კუნძულებზე და ითხოვს კონტროლი დაიბრუნოს კუნძულებზე: იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაი. მოსკოვი იაპონიას საკუთარი უფლებების შესახებ პერიოდულად ახსენებს.
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა.
ვარაუდობენ, რომ მხარეები შეთანხმებას იაპონია-საბჭოეთის 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე მიაღწევენ. ამ დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი იაპონიისთვის ორი კუნძულის - ხაბომაისა და შიკოტანის გადაცემის შესაძლებლობას უშვებს, თუმცა არაფერია ნათქვამი კუნაშირსა და იტურუპაზე.
სექტემბერში პუტინმა აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილიის საკითხი არ გადაწყდება.