ნიკოლას მადურო ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი სიკვდილი სურს. ამის შესახებ CBS-ი წერს.
როგორც მადურო ამბობს, დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა. თუმცა, მისივე თქმით, ვენესუელის დაზვერვის კარგი მუშაობის შედეგად, მისი უსაფრთხოება დაცულია.
"ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა. მან ამისთვის კოლუმბიის ხელისუფლებას და მაფიას მიმართა. თუ რამე დამემართება, პასუხისმგებელი დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი იქნებიან“, - აღნიშნა მადურომ.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.