მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კაცობრობის მთავარ საფრთხეებს სიმსუქნე, საკვების უკმარისობა და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიმსუქნესა და საკვების უკმარისობას ერთი და იგივე მიზეზი აქვთ: არასრულყოფილი სასურსათო სისტემა და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია უშუალოდ ეკონომიკურ ზრდაზე და უგულებელყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგებს.
კლიმატის ცვლილების გამომწვევ ფაქტორებად სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტების წარმოება და ტრანსპორტი სახელდება.