წითელას შემთხვევების ზრდის გამო ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

წითელას შემთხვევების ზრდის გამო ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

წითელას შემთხვევების ზრდის გამო ვაშინგტონში საგანგებო მსგომარეობაა გამოცხადებული. 27 იანვრის მონაცემებით ვაშინგტონში ოფიციალურად წითელას 35 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„წითელა გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელმაც პატარებში შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა ვაშინგტონელმა მაღალჩინოსანმა ჯეი ინსლიმ.

სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შეიმუშავა ინფექციურ დაავადებათა მართვის სტრუქტურა, რითაც მსგავსი შემთხვევების ლაბორატორიული გზით გამოვლენაა შესაძლებელი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) მოსახლეოაბს წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინის ჩატარების რეკომენდაციას აძლევს.

2018 წელს აშშ-ში წითელას 349 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2014 წელს 667, ხოლო 1996-ში 508 იყო.