ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური მიმართვით 5 თებერვალს გამოვა. პრეზიდენტს მიწვევა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ გაუგზავნა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი დიდი პატივით იღებს ამ მოწვევას.
ნენსი პელოსი ყოველწლიური ღონისძიების თარიღის დანიშვნაზე უარს ბიუჯეტთან დაკავშირებული კრიზისის გამო აცხადებდა, ამიტომაც 29 იანვარს ჩანიშნული პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო.
დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც ფინანსების გამოყოფა მომდევნო სამი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.