პერუში ქორწილი ტრაგიკულად დასრულდა. შენობაში, სადაც ცერემონია ტარდებოდა, კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC net-ი ავრცელებს.
ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აღემატება.
4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. კედლის ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.