ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი ორი აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ MSN-ი წერს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 111 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რაოდენობაა, სულ მცირე, 20. დაშავებულები არიან პოლიციისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო პირები.
ფილიპინებზე კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას რომის პაპმა ტერაქტი უწოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
პირველი აფეთქება კუნძულ ჯოლოზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე, მეორე კი ეკლესიის გარეთ მოხდა. ამ კუნძულზე ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ.
ფილიპინებზე ორი აფეთქება კვირის საეკლესიო მსახურების დროს მოხდა.