ესპანელმა მაშველებმა ბოლოსდაბოლოს მიაგნეს 2 წლის ბიჭის ცხედარს, რომელიც ჭაბურღილში 12 დღის წინ ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს.
გაზეთის მონაცემებით, მისი მშობლები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. ბოლო მომენტამდე მათ არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა ბავშვი. მათ 3 წლის ვაჟი შარშანაც დაეღუპათ.
ხულენ როზელიო 13 იანვარს გაუჩინარდა. ბიჭი დღისით გაუჩინარდა, როდესაც მისი მშობლები ვახშამს ამზადებდნენ. ინციდენტი ოჯახური პიკნიკის დროს მოხდა. როზელიოების ოჯახი ქალაქი მალაგის მახლობლად ცხოვრობს. ბავშვი ღრმა ჭაბურღილში სეირნობის დროს ჩავარდა.