ადამიანი, რომელიც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს ადიდა ქვეყნის გათავისუფლებისთვის, რომელიც „დემოკრატიის შუქურად“ გარდაიქმნა, ახლა როგორც ჩანს, გამწარებული ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ქვეყნის შუქი ჯერ კიდევ ანათებს, და იგი, მისი ყოველისშემძლე ლიდერი, უბრალოდ ბრიყვია, გარემოსგან მოწყვეტილი და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დანაშაულზე, რომელსაც მისი ხალხი მისი მმართველობის ქვეშ ჩადიოდა. ეს ტირანების კლასიკური პოზაა, როდესაც მოვლენები და საზოგადოებრივი აზრი მათ ზურგს აქცევს: მე ცუდი არ ვარ, უბრალოდ სულელი ვარ. ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კამპანიის ლოზუნგადაც გამოდგებოდა, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა უნდა.
მოვლენა: გასულ კვირაში საქართველოში, ორმა ტელეკომპანიამ, რომელიც მხარს ოპოზიციურ კანდიდატს უჭერს (აქედან ერთ-ერთის მეპატრონე თავად ეს ოპოზიციური კანდიდატია) ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც ადგილობრივ ციხეში პატიმრების წამების და გაუპატიურების ფატქებია ასახული. ქვეყანაში ახლაც საპროტესტო დუღილია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათასობით ადამიანი საჯაროდ შეიკრიბა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა, რომელიც ბოლო დრომდე მის პოლიტიკურ ოპონენტს რეიტინგებში 20%-ით უსწრებდა. ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის ამ ათასობით მამაცი ადამიანის მხრიდან ისეთ ქვეყანაში, სადაც ღია ოპონირებას შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს, როგორც ეს ბევრმა ქართველმა მწერალმა და გამომცემელმა აღმოაჩინა, ხოლო პატიმრობას ის სისასტიკე, რაც ახლახანს ვიხილეთ.
ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რა რესურსების მფლობელია ის, მოწყვლადია. და როგორც ეს ახლახანს გავიგე, სააკაშვილის ყველაზე ძლიერი ოპონენტებიც კი სამიზნეები არიან. კარგად ინფორმირებული ქართველებისა და ამერიკელების თანახმად, საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში უდგას აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თედო ჯაფარიძე, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინა, რომ სააკაშვილის კონკურენტისა და ამ კონკურენტის მეუღლის კუთვნილ კომპიუტერებზე მთავრობამ კიბერთავდასხმა განახორციელა.
ეს კონკურენტი ბიძინა ივანიშვილია, მულტიმილიარდერი, რომელიც ბოლო დროს თავის ახლადშეძენილ უამრავ მხარდამჭერს მოუწოდებს პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არჩევანი გააკეთონ „სიკეთეს და ბოროტებას“ შორის.
ბოლო დრომდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ იყო 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ ბ.ი-ს, როგორც მას მეგობრებში იცნობენ, პოზიტიური პერსპექტივა გააჩნდა არჩევნებში გამარჯვების ან მოგვიანებით ქვეყნის მართვის თვალსაზრისით. და შესაძლოა, აშშ-ს წინააღმდეგობა არჩევანი გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დესპოტის რეპუტაცია აქვს, გასაგებიც იყოს. ბოლო დრომდე მოქმედი პრეზიდენტი დასავლეთში ცნობილი იყო როგორც უსისხლო რევოლუციის გმირი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დაამხო. მეორე მხრივ, ივანიშილი იყო ადამიანი, რომელიც ცნობილი იყო როგორც პერსონა, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა. დიახ, ის ოჯახის კაცია. დიახ, ის იმპრესიონისტთა ნამუშევრების კოლექციონერია – ამ ნამუშევრების უმრავლესობას ბანკის საცავებში ინახავს, ასლებით კი მისი ქართული სასახლეა მორთული. დიახ ის კარჩაკეტილი ადამიანია და ჩუმი ქველმოქმედი. თუმცა, არცერთი ეს მახასიათებელი არ უზრუნველყოფს შესანიშნავ ციფრებს არჩევნებში.
და სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ივანიშვილს კამპანიის მთელი ფინანსები ჩამოართვა, თქვენ დარწმუნებით იტყოდით, რომ მისი გამარჯვების შანსები (სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ) საკმაოდ მოკრძალებული იყო. სხვა დაბრკოლებები? მთავრობამ ოპოზიციის დონორებს დიდი ჯარიმები დააკისრა. ივანიშვილს კი, მას შემდეგ რაც კენჭისყრა გადაწყვიტა, მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ახლა, როდესაც თბილისის ციხეების ხელმძღვანელი გადადგა, ორი მოადგილე და ციხის მცველები, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ციხის ზოგიერთი მცველი, რომელმაც პატიმრების გაუპატიურების და ცემის მაკომპრომეტირებელი კადრები გადაიღო მოსყიდული და „პოლიტიკურად მოტივირებული ხალხია“.
კარგით, შეიძლება ეს ადამიანები მოისყიდეს, მაგრამ შეიძლება – არა. დიახ, შეიძლება ისინი პოლიტიკურად მოტივირებულებიც იყვნენ. მაგრამ ეს გამართლებაა? ეს არის განგაშის სიტყვები ადამიანისა, რომლსაც სინათლე მოაქვს?
foreignpress.ge