ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კოერის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ჩანს კიმ ჩენ ინი თეთრი სახლის ლიდერის გზავნილით კმაყოფილია.
"ჩვენ გვჯერა დონალდ ტრამპის პოზიტიური აზროვნების, მოთმინებით დაველოდებით და აშშ-სთან ერთად წავიწევთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, რათა ორმა ქვეყანამ მიზანს მიაღწიოს“,- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტრამპმა კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა. ვაშინგტონის ინფორმაციით, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის რიგით მეორე სამიტი თებერვლის ბოლოს იგეგმება.