აშშ ვენესუელასთან დიპლომატიურ მისიას ამცირებს

აშშ ვენესუელასთან დიპლომატიურ მისიას ამცირებს

აშშ  ვენესუელაში არსებული საელჩოებიდან და საკონსულოებიდან დიპლომატებს გაიწვევს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსულენოვანი ვებგვერდი ავრცელებს.

დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური მისია გააგრძელებს ვენესუელაში მუშაობას, თუმცა ეს შეეხებათ მხოლოდ იმ დიპლომატებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა. დოკუმეტში მითითებულია, რომ მოცემულ სიტუაციაში ვენესუელაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევა გართული იქნება.

აშშ-ში არსებული საელჩოსა და საკონსულოების დახურვას ვენესუელაც გეგმავს. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.