მექსიკური საფეხბურთო კლუბ „დორადოსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ ნიკოლას მადუროს მხარი საჯაროდ დაუჭირა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.
„დღეს მე მის გვერდით ვარ ისე, როგორც არასდროს. მე მადუროს მხარეს ვარ. ვენესუელას ხალხი მართავს. მე თქვენ მიყვარხართ“, - წერს მარადონა.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.