ვენესულა ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოს და საკონსულოებს ხურავს ამის შესახებ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან იქვე განმარტა, რომ კვირამდე აშშ-ის დიპკორპუსმა ქვეყანა უნდა დატოვოს. მადურომ ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ გუშინაც განაცხადა. მისი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გადატრიალებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უწყობს ხელს.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.