შეძლებს საქართველო ჩვენს გაოცებას 2012 წლის ოქტომბერში?

შეძლებს საქართველო ჩვენს გაოცებას 2012 წლის ოქტომბერში?

აშშ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია თავის ბოლო, ორ ფინალურ თვეში შევიდა და პრეზიდენტ ბარაქ ობამას პატარა უპირატესობა აქვს. ის იმედოვნებს, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი უეცრად არ გადაიქცევა სულის ჩამდგმელ კანდიდატად; ეკონომიკა არ მიაყენებს ახალ დარტყმას; და არ გამოჩნდება საგარეო პოლიტიკურ სცენაზე რაიმე ისეთი, რაც მის ადმინისტრაციას პრობლემას შეუქმნის.

1 ოქტომბერს დაგეგმილმა ქართულმა არჩევნება მას ზუსტად ასეთი პრობლემა შეიძლება შეუქმნას, ისეთი, როგორიც ობამას არსჭირდება და არ უნდა.
ქართული არჩევნები ცხარედ საკამათო რბოლაა, სადაც მმართველი პატია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აკონტროლებს თითქმის მთელ საქართველოს, ერთპარტიულ ქვეყანას, მისდევს პოლიტიკური და მედიის რეპრესიების გზას, რაც არაეთიკურია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ენმ-მა შეიძლება გაიმარჯვოს 1 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ მის გამარჯვებას, ალბათ, საყოველთაო და ალბათ სწორი რეაქცია შეხვდება – ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ არჩევნები მოპარული იყო პოლიტიკური კლიმატისა და იმის გამო, რომ კამპანიის პერიოდში საბაზისო თავისუფლებანი არ არსებობდა.

ძნელი წარმოსადგენი არ არის მოვლენათ ასეთი განვითარება – მათი ხმების მოპარვით განრისხებული ქართველი ხალხი, დემონსტრაციებში და სხვა სახის აქციებში ჩაერთვება და მოითხოვს მათი პრობლემების გადაწყვეტას. ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარად განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, მაგრამ ეს კიდევ უფრო პრობელმატური იქნება საქართველოს შემთხვევაში. საქართველო აშშ-ს ახლო მოკავშირეა და ძალიან არის დამოკიდებული უცხოურ, ყველაზე მეტად კი ამერიკულ დახმარებაზე. გარდა ამის, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება, საქართველოს აშშ-ში ისე ხატავენ, როგორც დემოკრატიის ბასტიონს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად თავისუფალ რეგიონში, რასაც, საუკუთესო შემთხვევაში, შეიძლება, მოხლოდ უზარმაზარი გაზვიადებაა.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, აგზავნის ჯარს ერაყსა და ავღანეთში. ამ უკანასკნელში საქართველოს მესამე ყველაზე იდიდ კონტინგენტი ჰყავს. ეს დახმარება ავთანეთში ის მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ შედარებით დუმს სააკაშვილისა და მისი მთავრობის ავტორიტარიტარულ ექსცესებზე.

ის ფაქტი, რომ ასობით ათასმა ადამიანმა შეიძლება გააპროტესტოს არჩევნების ფალსიფიკაცია იმ ავტორიტარული ლიდერის მიერ, რომელსაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და ეს მოხდება ამერიკულ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ალბათ, არ იქნება სასიამოვნო ობამას ადმინისტრაციისთვის, რადგან ის ცდილობს თავიდან აიცილოს ნებისმიერი წინასაარჩევნო დრამა. გაყალბებული არჩევნები საქართველოში და შემდგომი პროტესტი, თუ გავითვალისწინებით ოპოზიციური ბლოკის “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო ღონისძიებებს, შეიძლება უზარმაზარი აღმოჩნდეს და ადმინისტრაციას არც თუ ისე ბევრი კარგი არჩევანი დაუტოვოს.

თუ ადმინისტრაცია იმ მომენტში არ ჩაერევა, დემონსტრაციები, ალბათ გაგრძელდება, მათ ექნება კრიტიკული ტონი დასავლეთისა და ამერიკის უმოქმედობაზე და იმაზე, რომ ადმინისტრაციამ უჩუმრად ნება დართო სააკაშვილის საარჩევნო თაღლითობას. ეს არ იქნება კარგი და ამომრჩეველს იმას გაახსენებს, თუ როგორ არ მოისურვა ადმინისტრაციამ გადაედგა დროული და მტკიცე ნაბიჯები მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ეგვიპტესა და სხვაგან ჩრდილოეთ აფრიკაში, 2011 წლის დასაწყისში. ხანგრძლივი დემონსტრაციები საქართველოში შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაციამდე მივიდეს და აშშ-ს უსაფრთხოებას რეგიონში უშუალო საფრთხე შეუქმნას, რადგან კონფლიქტები ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის აქ უკვე ძალიან რეალური გახდება.

პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მცდელობა არჩევნების შემდეგ ობამას ადმინისტრაციისთავის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი შეიძლება მოწყვლადი გახდეს რესპუბლიკური პარტიებისა და რომნისთვის, რადგან ისინი მას საკვანძო პარტნიორების ღალატში დასდებენ ბრალს. სააკაშვილი მემარჯვენეებისთვის კვალივნდებურად საყვარელია. მიუხედავად ბოლო წლების მტკიცებულებებისა, ის მათთვის მაინც რადიკალურ რეფორმატორად აიღქმება. თუ ობამა სააკაშვილს ამერიკული არჩევნების წინ გაემიჯნება, რომნი, ალბათ, გააორმაგებს ობამას კრიტიკას და იტყვის, რომ ის არ უჭერს მხარს ამერიკის მეგობრებს.

შესაძლოა ქართულმა არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და აშშ-სთვის ახალი ამბავი არ შექმნას, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჯარიმები, დევნა და ოპოზიციისათვის კამპანიის აღკვეთის ძალისხმევა კიდევ უფრო ხშირი ხდება საქართველოში. ამიტომ ობამას ადმინისტრაცია ოქტომბერში საქართველოდან ყველა შესაძლო სიურპრიზს უნდა ელოდეს. ერთი წლის წინ ამერიკას ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეეძლო იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები უკეთ ჩატარებულიყო. ეს შესაძლებლობა ძალიან დიდი სისწრაფით იკლებს, მაგრა მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა უკეთესობისთვის ცოტაოდენი მაინც მოახერხოს.

ახლა ქართული არჩევნები ამერიკული კამპანიისგან მოშორებულ უმნიშვნელო მოვლენას ჰგავს. მაგრამ თუ ობამას უნდა, რომ ეს ასე დარჩეს, მან ახლავე უნდა იმოქმედოს.
foreignpress.ge