კიევის ობოლონის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს ქვეყნის საზღვრების შეცვლის ხელშეწყობასა და ომის დაწყებაში.
განაჩენში ნათქვამია, რომ იანუკოვიჩის ბრალი დამტკიცებულია.
2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექსპრეზიდენტი რუსეთში გაიქცა, სადაც ამ დრომდე იმყოფება.