ბავშვის საფენებში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა

ბავშვის საფენებში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა

ბავშვის ერთჯერად საფენებში ტოქსიკური ნივთიერებების დონე დადგენილ სანიტარიულ ნორმებს აღემატება. როგორც Euronews-ი იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის სანიტარიული უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა.

ANSES-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ჟერარ ლაფარის თქმით, ექსპერტებმა მთელი რიგი საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებიც დასაშვებ ნორმას აღემატება.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტექნოლოგიის გადახედვა და ამ ნივთიერებების წარმოებიდან ამოღება უკვე მოითხოვა.

თავის მხრივ, ბავშვის საფენების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ბავშვებს არანაირ საფრთხეს არ უქნის.