ვისკონსინის შტატში მცხოვრები 13 წლის ჯეიმი კლოსი, რომელმაც გამტაცებლისგან გაქცევა შეძლო, 25 000 დოლარს მიიღებს, რომელიც მის ადგილსამყოფელზე ცნობის სანაცვლოდ დაწესდა. ამის შესახებ კომპანია Hormel Foods-ი იუწყება, რომელმაც ჯილდო დააწესა.
ამ კომპანიის გარდა ჯილდო გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც დააწესა, თუმცა უცნობია გადასცემენ თუ არა ამ თანხას გოგოს.
ჯეიმი კლოსი გასული წლის 15 ოქტომბერს გაუჩინარდა, მისი მშობლები კი სახლში მოკლული იპოვეს.
გოგო 11 იანვარს იპოვეს. მან იმ სახლიდან გაქცევა შეძლო, სადაც გამტაცებელს ჰყავდა ჩაკეტილი, რის შემდეგაც გოგომ დახმარებისთვის ადგილობრივებს მიმართა.