რუსეთის მოსახლეობა 2018 წელს 86,7 ათასი ადამიანით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური იტყობინება. ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.
2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობამ 146 793 700 ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენცია რუსეთში 2008 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
მოსახლეობის რაოდენობის შემცირება BBC-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით თვალსაჩინო სოფლად მცხოვრებლებს შორის არის.
მონაცემების მიხედვით, მოსკოვში მცხოვრებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 123,8 ათასით გაიზარდა და 2019 წლის 1 იანვარს 12 მილიონ 630,3 ადამიანი შეადგინა.