მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): “წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა“

მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): “წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა“

ჩვენც, ყველანი, მთელი ქართული, და არა მხოლოდ ქართული, საზოგადოება, იქ მოვედით გონს, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში, ბეტონის იატაკზე და ვერ წარმოვიდგენდით თუ „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული ბანდა, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ამ ოც წელიწადში ცხოვრებიდან უნდა წასულიყო ერთი თაობა, უნდა ჩარეცხილიყო მეორე თაობა, ხოლო მესამე თაობას, ვინც ნაციონალების ზეობის დასაწყისში ის-ის იყო იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ შთაბეჭდილებებით დამძიმებულს უნდა გაეტარებინა, საგულდაგულოდ დანომრილი დაწესებულების საგულდაგულოდ დანომრილ საკანიდან რომ გამოყვა.

„უკვე როდესაც იყვნენ დაღლილები ჩემი წამებით, ხოლო მე, სიკვდილის პირას მყოფი, ხელით შემიტანეს საკანში. ხოლო როდესაც გადამიყვანეს ქუთაისის ციხეში, იქ უკვე სისტემატიურად ქონდა ადგილი, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ წამებას. ყოველ დღე ჩემთან შემოდიოდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მაფრთხილებდა, რომ მე ცოცხალი ვერ გავიდოდი ციხიდან და ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემი ხელით დავასრულებდი სიცოცხლეს. ასე გავატარე სამი წელიწადი...“ - ესეც ყოფილი პატიმრის, სულხან გ-ს წერილიდან.

აი, კიდევ ერთი ეპიზოდი, ამჯერად ზვიად კ-ს „ტკბილი, ნაციონალური“ მოგონებები: „ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. კრიტში იყო ცხოვრებისათვის შეუსაბამო და ყოვლად არაადამიანური პირობები, რაც გამოიხატებოდა როგორც შენობის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ვადის გასვლის (გაუმართავი წყალ-კანალიზაცია, ნესტი, ბაღლინჯოები და ა.შ.) ასევე ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედება-წამებაში - ცემა, შუაღამით, თითქოს შემოწმების მიზნით ზამთრის პერიოდში, ყინვის დროს წელს ზემოთ გახდილი 3-4 საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ გაუნძრევლად დგომა, მათთვის საჭიროების შემთხვევაში საერთოდ უცნობ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღება, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ და რასაც შემდგომ მოყვებოდა მრავალფეროვანი, უამრავი სასჯელი, რის შესახებაც საზოგადოებამ კარგად იცის, ასევე მრავალი სხვა, რაც დამოკიდებული იყო შესაბამის დროს შესაბამისი ციხის უფროსის იმპროვიზაციის უნარზე“.

რაც შეეხება იმპროვიზაციის უნარს...

ყოფილი პატიმრის, ილგარ ქ-ს ნაამბობიდან: „ე.წ. კარანტინში 23 დღე მაწამებდნენ, დღეში ორჯერ შემოდიოდნენ და მცემდნენ იმ მომენტამდე, სანამ უგონო მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი. შემდეგ, ვიღაც თავიანთი გამომძიებელი მოვიდა, ამიყვანეს ზემოთ და ვითომ კოიკიდან გადმოვვარდი და იმიტომ მივიღე დაზიანებები, მითხრეს, რომ ხელს თუ არ მოვაწერდი ცრუ ოქმს, სიცოცხლეს მომისპობდნენ. შემდეგ, ე.წ. აბსლუგიდან მოიყვანეს ვიღაც პატიმარი, რომელმაც ჩემ მაგივრად, ჩემი სახელით დაწერა, რომ მე ვითომდა დაზიანებები კოიკიდან გადმოვარდნის შედეგად მქონდა მიღებული. ეს ყველაფერი აისახა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნახევარი სიცოცხლე წამართვეს, ცხვირი გამიტეხეს, ხერხემალი დამიზიანეს, ნეკნები ჩამიმტვრიეს, ტვინი შემირყიეს და გულის ტკივილები დამმართეს, პროკურატურიდან კი არანაირი რეაგირება არ მოყოლია“.

რა რეაგირება უნდა მოყოლოდა? პროკრატურა საკუთარ შვილს ხომ არ მოჭრიდა კუდს? საკუთარ ძმას ხომ არ მოჭრიდა თავს? საკუთარი ფეხით ხომ არ წავიდოდა ციხეში მაშინ, როდესაც მომავალი ბედნიერი 20 წელი უკვე დეტალებში ქონდათ დაგეგმილი: პროკურატურიდან პარლამენტში, პარლამენტიდან მთავრობაში, ხოლო მთავრობიდან სეიშელის, ბერმუდის და კანარის კუნძულებზე. და, რა თქმა უნდა, ამას არ იკმარებდნენ.

„არ მაკმარეს უკანონო პატიმრობა, გლდანის #8 საპყრობილეში, ე.წ. კონცლაგერში გავხდი მუდმივი ძალადობის და სასტიკი წამების მსხვერპლი. დანგრეული სახე, ცხვირ-პირი, მოტეხილი მკლავი, დაზიანებული ხერხემალი, კიდურები, მიჭირს გადაადგილება. არ არსებობს დაავადება, რაც მე არ ამკიდეს, ინფექციური დაავადებები. 40-გრადუსიანი სიცხით გათანგული ვყავდი კარანტინზე წყალში, რომ მალე მოვმკვდარიყავი, მენატრებოდა კამერაში აყვანა, არ მქონდა უფლება, მომეთხოვა ექიმი. ასეთი ცემის და მძიმე წამების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისის დადგენილებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გამათავისუფლა პატიმრობიდან, გამოჯანმრთელებამდე ყოველწლიური ექსპერტიზის ჩატარებით. გამხადეს მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვარ 31 წლის. ჩემი მდგომარეობის გამო, სახლი და ყველაფერი გავყიდეთ, გავხდი ღატაკი და სოციალურად დაუცველი. ვერ ვყიდულობ წამლებს, ვერ ვიღებ საკვებს ნორმალურად“ - ამბობს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, თენგიზ ნ.

„გამხადეს მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვარ 31 წლის...“ - აი, რას გულისხმობდნენ, როდესაც ამბობდნენ „ჩავრეცხავთ, „ყველანი ციხეში“, „სულს ამოვხდით“...

აი, კიდევ ერთი „ტკბილი მოგონება“: „2011 წლის აგვისტოში დამიდგინეს ტუბერკულოზი და გადამიყვანეს ქსნის #18 დაწესებულებაში. იქ ერთი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი არაადამიანურ პირობებში, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, გინებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამასთან ერთად, წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა იმ შემთხვევისთვის, თუ მე არ შევასრულებდი მათ პირობებს. მათ დადგენილ წესებში ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ არაფერზე ხმა არ უნდა ამომეღო, თუ როგორ ანადგურებდნენ ფიზიკურად და მორალურად პატიმრებს, შეგნებულად აქრონიკებდნენ ბიჭებს. ქრონიკები და ჩვეულებრივი ტუბერკულოზიანები ერთად იმყოფებოდნენ კამერაში“ (ზაზა მ.)

დღეს უკვე დადგენილია, რომ პატიმრების დასნებოვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა იყო - ციხე, როგორც უმოკლესი გზა სასაფლაომდე. დირექტივა იყო „სული ამოხადეთ“. რაც შეეხება მეთოდებს, ეს უკვე მართლაც ციხის ადმინისტრაციის ფანტაზიაზე, იმპროვიზაციის უნარზე იყო დამოკიდებული. 2009 წლის აპრილში იმპროვიზაცია იყო თურქეთის კურორტ ბოდრუმში გასართობად ჩასული სააკაშვილის სიტყვები - „მე აქ სასათბურე მეურნეობების დასათვალიერებლად ჩამოვედი“ და ასევე, იმპროვიზაცია იყო ისიც,2011 წლის აგვისტოში პატიმარს მისივე გარდაცვალების დასკვნა რომ წააკითხეს.

ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და ვიმკითხავოთ: სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, რას ასწავლიდნენ და რას სწავლობდნენ, რას კითხულობდნენ და რას იგებდნენ, რას უსმენდნენ და რა ესმოდათ, რას უცქერდნენ და რას ხედავდნენ, რა დასკვნები გამოქონდათ, რას ფიქრობდნენ, რა სურდათ და როგორ მოხდა, რომ ადამიანს საკუთარი გარდაცვალების დასკვნა წააკითხეს!

ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხიც ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ის ბიჭი... აი, ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ფარავს ბანკიდან აღებულ ვალს... იმ ახალგაზრდას სხვა შეკითხვებიც გააჩნია: „ახლა კი, რამოდენიმე სიტყვით მინდა ჩემსა და მამაჩემის ბრალად შერაცხულ ქმედებაზე მოგახსენოთ - ეს არის თაღლითობა, ხოლო 180-ე მუხლი კი დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, თაღლითობის ძირითადი მახასიათებელი არის ტყუილი. მე მაინტერესებს, ვინ მოვატყუეთ მე და მამამ, თუკი ასეთი მოტყუებული არსებობს. ვინ დაზარალდა? ვისი უფლებები შეიბღალა? რაც შეეხება დოკუმენტების გაყალბებას, მაინტერესებს, რომელი დოკუმენტი გაყალბდა, ვისი ხელმოწერები გავაყალბეთ ან საერთოდ, რა დანაშაული ჩავიდინეთ?“

რა მაგარი ყოფილა ვლასტი“

2003 წლამდე ვანო მერაბიშვილს ერთადერთი ნატვრა ქონდა - ახალციხეში სავაჭრო ცენტრის გახსნა. ალბათ, გივი თარგამაძე საკუთარ რესტორანზე ოცნებობდა, სადაც მთვრალ გივის ვერავინ დაუშლიდა მიმტანი გოგონებისთვის უკანალზე ბრწკენას, დაცვასთან ჩხუბს, მინების მსხვრევას... თუმცა, მინების მსხვრევა ასეთებს მაშინ სიამოვნებთ, როცა სხვაგან არიან და მინაც სხვისია.

2003 წლის ბოლოს, როდესაც ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ერთმა, ინფორმირებულობიდან და, კარგი რეპუტაციიდან გამომდინარე, სარწმუნო წყარომ მითხრა, რომ თავიდან ეს თანამდებობა გივი თარგამაძეს მოუთხოვია და როდესაც მერაბიშვილს უკითხავს, რატომ მაინცდამაინც ეგო, გივის ძალიან პოპულარული ენით აუხსნია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა გულისხმობს კარგ კაბინეტს, კარგ პერსონალურ ავტომობილს, მაღალ ხელფასს და მუდმივ მოგზაურობას სამიტებზე და კონფერენციებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეგზოტიკურ ქვეყნებში იმართება, ეს „პაესტკები“ კი მივლინებად გეთვლება. მოკლედ, საქმე არაფერი გაქვს, სულ გულაობ და ფული მოდისო - უთქვამს გივის.

როგორც ჩანს, მიღებულმა ახსნა-განმარტებამ ვანო მერაბიშვილი სრულად დააკმაყოფილა და... უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელში თავად მოკალათდა.

სხვათა შორის, ელიტარულ კორუფციასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. 2004 წლის დასაწყისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, ფულით სავსე ჩანთით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი (ამ ამბების შემდეგ მალევე გარდაიცვალა), რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ ჩანთა „ბატონ ვანოსთან“ მიქონდა, მაგრამ რა გვარი იყო „ბატონი ვანო“ და რომელი კაბინეტიდან იწყებდა სავაჭრო ცენტრების გაკონტროლებას, ასეთი უმნიშვნელო დეტალებით გამოძიება არ დაინტერესებულა და ნურც ჩვენ დავინტერესდებით, რამეთუ ისედაც ცნობილია, რომ იმ დროს სახელმწიფო კანცელარიაში იქნებ ბევრი ვანოც კი იყო, ოღონდ „ბატონი ვანო“ იყო მხოლოდ ერთი. რაც შეეხება მომდევნო წლებს, ისევე როგორც ერთია ილია, ერთია აკაკი, ვაჟა, შოთა და გალაკტიონი, ვანოც ერთი იყო - ვანო მერაბიშვილი. უბრალოდ ვანო და, რა თქმა უნდა, უბრალოდ მიშა, უბრალოდ გიგა, უბრალოდ გივი და ამ უბრალოებამ ბოლოს „უბრალოდ ალისტრახომდე“ მიგვიყვანა. ალისტრახოზე - შემდეგ.

ეს - რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვის დაავალა მიხეილ სააკაშვილმა „ყველანი ციხეში“ და ვინ გვპირდებოდა, სულს ამოგხდითო. სასაცილო იქნებოდა, რომ არა რობაქიძე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, თეთრაძე, კრიალაშვილი, შავაძე, აფრასიძეები... რეპრესირებულები, ვეტერანები, დევნილები და სხვანი და სხვანი, რომლებსაც აუსრულეს და რომლებსაც შეუსრულეს ის, რასაც დაპირდნენ - „ყველანი ციხეში, სულს ამოგხდით“.

მეგობარმა მომიყვა, ასევე სანდომ და ინფორმირებულმა: „მოქალაქეთა ახალგაზრდულმა კავშირმა, რომელიღაც თარიღის აღსანიშნავად ე.წ. ივენთი მოაწყო, ჩვენებურად – სმა–ჭამა და ღლაბუცი. სანამ ფხიზლები იყვნენ, ვიქტორინა ჩაატარეს. ყველას დაურიგდა კითხვარი, რომელზეც პასუხები უნდა გაეცათ და ყველაზე ერუდირებულს გამოავლენდნენ. იოლი კითხვები იყო. მაგალითად – თამარ მეფე ქალი იყო თუ კაცი? გიორგი სააკაძე ცხენით გადაადგილდებოდა თუ ველოსიპედით? კონსტანტინე არსაკიძეს მკლავი მოჭრეს თუ სკალპი ააძრეს?

ახლა, მეც ვხუმრობ, მაგრამ მართლა იოლი კითხვები იყო. დასხდნენ, შეავსეს, ჩააბარეს და როდესაც გამარჯვებულის გამოვლენის ამაღელვებელი მომენტი დადგა, საღამოს წამყვანმა სცენაზე კობა ბექაური იხმო. ყველას გაუკვირდა, პირველ რიგში – ბექაურს, მაგრამ ჩათვალეს, რომ რამე სპეციალურ პრიზზე იქნებოდა საუბარი, მაყურებელთა სიმპათიის ან რაღაც ეგეთი. ავიდა ბექაური, წამყვანმა მხარზე მოხვია ხელი და მიკროფონში გამოაცხადა: „ბატონებო, სანამ გამარჯვებულის ვინაობას გეტყოდეთ, მინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელმაც სწორი პასუხი ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა“.

იქ ამბავი ამტყდარა... გაივლის წლები და ბექაური მოგვევლინება დეპუტატად, ერთ–ერთ გავლენიან პოლიტიკოსად, ბიზნესმენად და რეზერვისტად. ხოლო დღეს, კითხვაზე - ერთი ტონა ბამბა უფრო მძიმეა თუ ერთი ტონა რკინა – ალბათ, ნიშნისმოგებით გაიცინებს: „რა თქმა უნდა, ერთი ტონა რკინა“.

დასანანია, რომ დღეს კობა ბექაური აღარავის ახსოვს. და განა მხოლოდ კობა ბექაური - ბესო ჯუღელი, მაია ნადირაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ბიძინა ბრეგაძე, რატი სამყურაშვილი, ზაზა ბეგაშვილი... აღარავის ახსოვს, რომ: გია ბარამიძე შევარდნაძის დროს ანტიკორუფციულ კომისიას ხელმძღვანელობდა; ხათუნა გოგორიშვილი შევარდნაძის პარლამენტის აპარატის უფროსი იყო; მიხეილ მაჭავარიანი იყო შემოსავლების მინისტრი და მის სახელს უკავშირდება აქციზური მარკების შემოტანის, ჩემი აზრით, სამართალდამცველებისთვის საინტერესო ისტორია; თავად სააკაშვილი იყო მოქალაქეთა კავშირის უმრავლესობის ლიდერი, იუსტიციის მინისტრი და იმ დროს, იმ სამინისტროში არსებული კორუფციული ფაქტებით დაინტერესებას შეეწირა სრულიად ახალგაზრდა კაცი, სულხან მოლაშვილი.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რას ფიქრობდნენ ისეთს, რომ შემდეგ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ვიმკით იმას, რასაც ვიმკით. რას ფიქრობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ? საერთოდ, არ ვარ განზოგადების მომხრე, ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ხანდახან ერთის მაგალითზე შეიძლება დასკვნების გამოტანა, ერთი გაცნობს დანარჩენებს და ახლა ასეთი „ერთის“ ერთ ამბავს გიამბობთ, უფრო სწორად, ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ზვიად დოლიძემ მომიყვა და სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ:

„გაგანია 90-იანებია. ტყვიები დაფრინავენ სოფელ-ქალაქებში და ავტომატიანი ჯეელები გულაობენ საქართველოში - ზოგი თვითონაც ბიზნესმენობს, ზოგიც - მხოლოდ ”გოიმებს” კრიშავს.ერთი ასეთი გოიმი (აქ ბრჭყალები არ არის საჭირო), ქართველი ებრაელიიყო, რომელიც მანამდე ”საქართველოს ახალგაზრდა სიონისტთა (!!!) ასოციაციის” დამფუძნებელი (თუმცა, ახლა არსად არ ახსენებს ამას), მერე კი - სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბრძანდებოდა.

თბილისის აეროპორტში ასეთი სიტუაციაა: თვითმფრინავები ავტობუსებივით დადიან, პირდაპირ ტრაპზე ხვდება ხალხი, რა კონტროლი, რის განბაჟება... ჩამოიტანს ვინმე 10 ათასი დოლარის ტვირთს, იქვე თავისი მანქანადა ”შინაური” მებაჟე დახვდება, გააფორმებენ ათას ხუთასისას, მებაჟე თავის ასდოლარიანს მიიღებს და ყველა კმაყოფილია.

ძმაკაცი მირეკავს, მებაჟეთა ცვლის უფროსად მუშაობს აეროპორტში, სამ დღეში ერთხელ და ჩვენი სამეგობროს მთავარი სპონსორია:

- ბიჭო, ამას (იმ გოიმის გვარ-სახელს ამბობს. დ.გ.) ხომ იცნობ?

- კი, ვიცნობ, ერთად ვსწავლობდით.

- ჰოდა, თუ ეგრეა, იქნებ შენ იცოდე: ვინც ჩამოდის, ყველა იმაში იხდის ფულს, რომ შემოტანილზე ნაკლები საქონელი გავუფორმოთ. ამას კიდე, 50 კილო ძროხის ხორცი ჩამოაქვს ყოველ კვირა ისრაელიდან და პირიქით - მეტს გვაფორმებინებს, 500 კილოს გვაწერინებს. ფულს კი იხდის, მაგრამ რავი, შარში არ გაგვხვიოს...

- კაცო, დაიკიდე, გამოართვი, რასაც იხდის, წამოიღე, რაც საჭიროა და მოდი რა დროზე!..

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა: თბილისში ხორცი ღირდა სამი ლარი (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დავუშვათ), მორწმუნე ებრაელების ქაშერულ მაღაზიაში, სპეციალური რელიგიური წესით დაკლული და დამუშავებული – 5 ლარი, ხოლო ასეთივე, ოღონდ ისრაელიდან ჩამოტანილი – იქაური ხახამის მიერ დაკლული – 15 ლარი!!!

“ფოკუსი” მარტივია: ჩამოჰქონდა 50 კილო, დანარჩენ 450 კილოს ყიდულობდა დილის ოთხ საათზე დეზერტირების ბაზარში  2 ლარად (ისიც ენანებოდა, რომ გამოეძინა და მერე მაღაზიაში ეყიდა 3 ლარად), მიდიოდა ქაშერის მაღაზიაში საბაჟოს ცნობით, რომ 500 კილო ჩამოიტანა ისრაელიდან, და მთლიანად აბარებდა კილოს 13 ლარად!!!

ჯანდაბას, 2 ლარად ნაყიდის 13-ად გაყიდვა შეერგოს, მაგრამ საკუთარ თვისტომს, სისხლსა და ხორცს, მორწმუნე ადამიანებს ასე თახსირულად რომატყუებ, მე რაღას მიზამ?!

ჰოდა, ის გვიქნა, რაც მოსალოდნელი იყო ასეთი კაცისგან. თვითონ არის ტკბილად ახლა, დალაგებულ ქვეყანაში...

P.S. გაუგეს და სასტიკი სასჯელი ელოდა თურმე - მოკვლასაც უპირებდნენო! სიმამრს უჩალიჩია – ოთუზბირად გამოისყიდა მისი უსაფრთხოებაო... მერე ასმაგად ამოიღო, მიშას დროს...“

(გაგრძელება იქნება)

 

Maverick RESPECT!
5 წლის უკან
trampi ........აი ეს ყველაფერი რომ შერჩათ, იმ სულიერად მახინჯებს და ავადმყოფებს , იმიტომაცააა ეს მთავრობა მტკვარში გადასაყრელი
.........და რომ შერჩათ იმიტომაცაა ირგვლივ რომ ისევ ისინი ყიყინებენ.....
და ეს ყველაფერი ,,იქ ზევით,, ხომ იციან
მერე???
5 წლის უკან
asdf961 ნუთუ ყველაფერი ეს უნდა შერჩეს ნაცბოზბანდას?
5 წლის უკან
ირაკლი მიიყვანე ბოლომდე ეგ ტექსტი და ქართული "არქიპელაგ გულაგი" იქნება.
ეს მარტო შენ შეგიძლია.
5 წლის უკან