თურქეთში მიწისძვრა მოხდა. 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:12 საათზე დაფიქსირდა..ამის შესახებ ადგილობრივი მედია ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ცნობით, ეპიცენტრი თურქეთის კურორტ მარმარისიდან 23 კილომეტრის, ხოლო საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან 45 კილომეტრის დაშორებით იყო.
ნგრევასა და დაშავებულებზე ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.