სირია ისრაელს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება

სირია ისრაელს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება

სირია ისრაელს ავიაიერიშებითა და თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება. მკაცრი განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

გაეროში სირიის ელჩის, ბაშარ ალ ჯაფარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი სირიის ტერიტორიის დაბომბვას არ შეწყვეტს, დამასკო გამოიყენებს ყველა კანონიერ უფლებას დაიცვას თავი და პასუხი გასცეს ისრაელის იერიშს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ისრაელმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მოგვიანებით ისარელის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ საჰაერო თავდასხმა, ირანის მიერ გოლანის მაღლობების მიმართულებით სარაკეტო იერიშის საპასუხოდ განახორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, იერიში დამასკოს აეროპორტთან მდებარე სამხედრო პუნქტზე, ირანის საწვრთნელ და შეიარაღების საწყობ ადგილსა და სირიის სარაკეტო სამხედრო ბაზაზე მიიტანეს.