დავოსში ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა გაიმართა

დავოსში ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და აზრბაიჯანის ლიდერები დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში  შეხვდნენ.

სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.

მხარეებმა „მთიანი ყარაბაღის“ კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს. საუბრის დეტალები უცნობია. დავოსში შეხვედრამდე, პარიზში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.