ქერჩის სრუტეში 2 გემზე გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია სამაშველო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს.
ხანძრისას მაშველებმა 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება 6 ადამიანის მდგომარეობა. ისინი ჯერჯერობით დაკარგულებად მიიჩნევიან. მაშველები ამბობენ, რომ მათი ცოცხლად პოვნის შანსები დაბალია.
ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების ბორტზე 32 მეზღვაური იყო. ისინი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.
ცეცხლი ერთ-ერთ გემზე გაჩნდა, საიდანაც ის მეორეზე გავრცელდა. ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია.