ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 11 ადამიანი. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.
დაბომბვების შედეგად, ნაწილობრივ დაზიანდა დამასკოს აეროპორტის ინფრასტრუქტურა.
როგორც თელ-ავივში თქვეს, იერიში დამასკოსთან ახლოს მდებარე ობიექტებზე მიიტანეს. დამასკოში ამბობენ, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „ბუკმა“ და „პანცირმა“ შვიდი რაკეტა გაანეიტრალეს.