ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი დღეს ქვეყნის პარლამენტს Brexit-ის ალტერნატიულ გეგმას წარუდგენს. ამის შესახებ Hindustan times-ი წერს.
პარამენტის წინაშე გამოსვლამდე პრემიერი მინისტრებთან კონსულტაციას გაივლის. გეგმა B-ს შინაარსი წინასწარ არ ხმაურდება. ცნობილია, რომ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ კენჭისყრა 29 იანვარს გაიმართება.
15 იანვარს ბრიტანელმა კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ევროკავშირში ოფიციალურად უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლონდონს ვადას ივლისამდე გაუხანგრძლივებდნენ. The Times-ი იმასაც წერს, რომ ევროკავშირი მზადაა დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლა 2020 წლამდეც კი გადადოს.