ჩილეში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.
ბიძგები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოკიმბოდან 16 კილომეტრში დაფიქსირდა, რამაც მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.