ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „შათდაუნის“ დასასრულებდალ კომპრომისზე მიდის და დემოკრატებს სთავაზობს. ამის შესახებ BBC წერს.
თეთრი სახლის ლიდერი მოითხოვს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას, თუმცა სანაცვლოდ მზადაა საიმიგრაციო პოლიტიკა შეარბილოს.
"ჩვენი საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს სიამაყის და არა სირცხვილის მიზეზი, თუ ჩვენი ეს ძალისხმევა წარმატებული იქნება, ჩვენ გვექნება გრძელვადიან პერიოდში ორპარტიული იმიგრაციული რეფორმის განხორციელების საუკეთესო შანსი“, - აღნიშნა ტრამპმა.
თუმცა, დემოკრატიულმა პარტიამ მისი ინიციატივა უარყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის 22 დეკემბერს აშშ-ში მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ამის გამო 800 ათასი სახელმწიფო მოხელე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე მუშაობს.
მთავრობის შეჩერების მიზეზი ის არის, რომ „დემოკრატები“ კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს გაცემას ეწინააღმდეგებიან.