დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი ვისკონსინის შტატში დაიღუპა - მანქანა გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი კანზასის შტატშიც.
ქვეყნის ხელისუფლება ავტომფლობელებს აუცილებლობის გარეშე მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მუნიციპალური სამსახურები გზების თოვლის საფარისგან გაწმენდას 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ.
უხვი ნალექის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პენსილვანიის შტატში. ჩიკაგოს აეროპორტში „იუნაითედ ეარლაინის კუთვნილი თვითმფრინავი მოცურდა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა ომაჰეს აეროდრომზე. 19 იანვარს შტატებში 2 ათას 63 ავიარეისი გაუქმდა, 2 ათას 500 მდე კი გადაიდო.