ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში.
მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 6 მთელი 7 მეათედი შეადგინა. ეპიცენტრი ქვეყნის სანაპირო ზოლზე, ქალაქ კოკიმბოსთან ახლოს, 54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
აღნიშნულ რაიონში 184 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ცნობები დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.