დონალდ ტრამპი „დემოკრატებს“ მთავრობის მუშაობის აღდგენას შესთავაზებს. მთავრობის ნაწილობრივი დახურვიდან 28-ე დღეს ტრამპი ერს მიმართავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მიკრობლოგ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიმართვის მთავარი თემა ე.წ. „შათდაუნი“ და მისი მიზეზები იქნება.
აშშ-ში მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ უკვე 28 დღეა შეჩერებულია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლისას ის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკებს, როგორიც ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი და მექსიკასთან კედლის მშენებლობის პროექტია.
„დემოკრატები“ კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს გაცემას ეწინააღმდეგებიან.
12 იანვარს, მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებამ 22-ე დღე მიითვალა, რითაც ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა.
აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 800 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს.
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა.