პოლონეთში, ქალაქ გდანსკის 53 წლის მერი პაველ ადამოვიჩს, რომელიც 14 იანვარს დაჭრეს და მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ BBC წერს.
დაკრძალვის ცერემონია, ქალაქის მთავარ, წმინდა მარიამის ბაზილიკაში გაიმართება.
პაველ ადამოვიჩი პოლონეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო. ის გდანსკის მერად 20 წლის განმავლობაში მსახურობდა.
ადამოვიჩის დარკძალვის ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეი დუდა და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაესწრებიან.
გდანსის მერი კონცერტის მსვლელობისას დაჭრეს, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი სამედიცინო დაწესებულებებს უნდა დარიგებოდა. თავდამსხმელი სცენაზე ავიდა და მერი ცივი იარაღით დაჭრა.