ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას სოციოლოგიური ცენტრი „ვციომი“ ავრცელებს. ამის შესახებ DW წერს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო სოციალოგიური გამოკითხვების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისადმი ნდობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 33,4%-ი შეადგინა.
ბოლოს ასეთი მონაცემები 2006 წელს დაფიქსირდა. გარდა ამისა, გამოკითხვების თანახმად ირკვევა ისიც, რომ რუსეთში მოქალაქეების უმრავლესობა მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.