უჩვეულო შემთხვევა მოხდა ლონდონის მეტროში. ახალგაზარდა ქალი 21 წლის სტუდენტმა ბიჭმა ამშობიარა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
„ყველაფერი ინსტინქტურად გავაკეთე. ეს შემთხვევა დაუჯერებელი იყო!“ - ამბობს სელიმი, რომელიც სახლში ანატომიის ლექციიდან ბრუნდებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მშობიარობიდან 5 წუთის შემდეგ მივიდა და ჭიპლარიც მათ გადაუჭრეს. დედა- შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ.