დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.
ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, საგზაო შემთხვევა ნორფოლკში მოხდა და საქმეში სხვა ავტომანქანაც ფიგურირებდა. ადგილზე პოლიციაც იყო მისული.
პრინცი ფილიპი 97 წლისაა. ის უვნებლად გადარჩა და თავს კარგად გრძნობს.