ამერიკელი მსახიობის მორგან ფრიმენის შვილიშვილის მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ მანჰეტენის პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.
33 წლის ჰეინსი თავის ბინაში ნიუ-იორკში 2015 წელს მოკლეს. მას დანით 25 ჭრილობა მიაყენეს. მკვლელი დანაშაულის მომენტში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო.
იდენა ჰეინსი ფრიმენის ნაშვილები შვილის შვილი იყო. გაზეთის ცნობით, მათ სავარაუდო რომანზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა.