მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად ისევ გაზის აფეთქება განიხილება.
საამოძიებო კომიტეტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ ენდოს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
10-სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება 31 დეკემბერს, დილის საათებში მოხდა. აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი გაზის აფეთქება იყო.