იტალიაში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით ვირუსით დაავადების რაოდენობამ ამ სეზონზე 2 246 000 შეადგინა, განსაკუთრებული მატება კი გასულ კვირას დაფიქსირდა. იანვრის მეორე კვირაში ვირუსით დაავადების შემთხვევებმა 431 000-ს მიაღწია, რაც 111 ათასით მეტია იანვრის პირველ კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე.
იტალიელი ექიმები ვირუსის გავრცელების პიკს ორ კვირაში ელოდებიან. იტალიური მედიის ცნობით გრიპის ვირუსი განსაკურებით გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში: უმბრია, მარკე, ლაციო, ამბრუცო, კამპანია, კალაბრია და სიცილია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამ დროისთვის ცირკულირებს А (Н1N1) და A (H3N2) ტიპის ვირუსები. ვირუსების გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ევროპის 5 ქვეყანაში: ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, გაერთიანებული სამეფო (ინგლისი და უელსი) და ესტონეთი და დასავლეთით პორტუგალიაში. სამხრეთით გრიპის ვირუსის მაღალი ამვენებელია საბერძნეთში და იტალიაში. ასევე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ისრაელიც.
საქართველოში ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს შეადგენს. უკრაინაში კი 10 იანვრისთვის უკვე გრიპის ვირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დაფიქსირდა.