ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ნდობის ვოტუმი 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ დასრულდა. კენჭისყრა ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ ჯერემი კორბინის ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

მეამბოხე დეპუტატებმა, რომლებმაც 24 საათის წინ Brexit-ის სამთავრობო გეგმას უნდობლობა გამოუცხადეს, ტერეზა მეის პრემიერისმინისტრის პოსტზე შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი ირწმუნება, რომ ქალბატონი მეის „ზომბმა“ ადმინისტრაციამ მთავრობის მართვის უფლება დაკარგა. რაშიც კორბინის თქმით, ის ექვსსაათიანი დებატებისას დარწმუნდა.

ტერეზა მეი განმარტავს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რათა Brexit-ის შესახებ კომპრომისს მიაღწიოს.

15 იანვარს ბრიტანელმა კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ევროკავშირში ოფიციალურად უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლონდონს ვადას ივლისამდე გაუხანგრძლივებდნენ. The Times-ი იმასაც წერს, რომ ევროკავშირი მზადაა დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლა 2020 წლამდეც კი გადადოს.