აშშ-ში მსოფლიოში უდიდესი საინვესტიციო კომპანია Vanguard Group-ის დამაარსებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ჯონ ბოგლი გარდაიცვალა. ის 89 წლის იყო. ამის შესახებ Philly წერს.
ოჯახის ცნობით, ბოგლის გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
2018 წელს Vanguard-ის აქტივებმა 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.