კვლევა: რუსებს ყველაზე მეტად მუდმივი სიღარიბისა და ჩამორჩენის გამო სცხვენიათ

კვლევა: რუსებს ყველაზე მეტად მუდმივი სიღარიბისა და ჩამორჩენის გამო სცხვენიათ

რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ყველაზე მეტად მუდმივი სიღარიბისა და ჩამორჩენის სცხვენია. სოციოლოგიური გამოკითხვა „ლევადა-ცენტრმა“ ჩაატარა.

რესპოდენტთა 24 პროცენტი ყველაზე სამარცხვინო ფაქტად დასავლეთთან მუდმივ ჩამორჩენას ასახელებს, თუმცა პრობლემების მიუხედავად, გამოკითხულთა 75 პროცენტი თვლის, რომ რუსეთი დიადი სახელმწიფოა.

რესპოდენტთა 66 პროცენტი მწუხარებას სსრკ-ს დაშლის და „დაკარგული ტერიტორიების“გამო გამოთქვამს. ყველაზე საამაყოდ გამოკითხულთა 87 პროცენტი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას, 50 პროცენტი - კოსმოსის ათვისებას, 45 პროცენტი კი ყირიმის მიერთებას მიიჩნევს.

გამოკითხვა რუსეთის დიდ ქალაქებში გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.