აშშ-ში Press TV-ის წამყვანი მარზიე ჰაშემი დააკავეს. ამის შესახებ თავად ირანული ტელეარხი იუწყება.
მათი ცნობით, ჟურნალისტი 13 იანვარს სენტ-ლუისის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონში საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
ჰაშემის დაკავების მიზეზები უცნობია. მისთვის ოფიციალურად არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ.
ტელეარხის ცნობით, აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი იქ თავისი ავადმყოფი ძმის მოსანახულებლად ჩავიდა. ნათესავები მას 2 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ და დაკავების შესახებ მხოლოდ შემდეგ გაიგეს.