ლოს-ანჯელესში მასწავლებლები გაიფიცნენ. აქციაში 30 ათასამდე პედაგოგი მონაწილეობს. ისინი ხელფასების გაზრდასა და კლასების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ასევე, მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკარების შტატების გაზრდას მოითხოვენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ეს პედაგოგთა პირველი მასშტაბური გაფიცვაა, რომელიც 900-ზე მეტი სკოლის 500 ათასზე მეტ მოსწავლეს ეხება.