New York Times: ტრამპი ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავდა

New York Times: ტრამპი ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნატოდან გასვლა სურდა. ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა New York Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს თეთრი სახლის ლიდერმა პირად საუბრებში  რამდენჯერმე ახსენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლაზე ფიქრობდა, მიზეზად კი ნატოს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეუთანხმებლობას ასახელებდა.

New York Times-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს ყოფილი თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც გამოცემა იტყობინება, ტრამპის გარემოცვის შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ თეთრი სახლის ლიდერი რუს კოლეგასთან საუბრის დეტალებს საკუთარ მრჩევლებსაც არ უმხელს.