სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას მტრად აღარ მიიჩნევს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ახალ დოკუმენტს Bloomberg-ი გაეცნო.
2010 წლის შემდეგ პირველად სეული ფხენიანს მტერს აღარ უწოდებს, თუმცვა ქვეყნებს სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებიათ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასობრივი განადგურების იარაღი, რომელსაც ფხენიანი ფლობს, მსოფლიოსთვის საფრთხედ რჩება. თუმცა ამავდროულად ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები და კიბერთავდასხმები სეულისთვის მთავარ საფთხეს აღარ წარმოადგენს.