ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა. ალი აქბარ სალეჰის თქმით, ურანის გამდიდრება თეირანისთვის დაშვებული ნორმების ფარგლებში იგეგმება. ინფორმაციას Kronen Zeitung-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებულია თუ არა თეირანის ეს გადაწყვეტილება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მაღალჩინოსნის განმარტებით, ირანს საკუთარი რეაქტორებისთვის 20-პროცენტიანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შექმნა სურს.
სალეჰი ამბობს, რომ თეირანის რეაქტორი ძველ საწვავზე მუშაობს, ახალი კი ეფექტიანობას გააუმჯობესებს.