ტერეზა მეი: თუ Brexit-ი არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება

ტერეზა მეი: თუ Brexit-ი არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ბოლო შესაძლებლობას იყენებს, რომ დაარწმუნოს პარლამენტი Brexit-ის შეთანხმებაზე მხარდაჭერაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეი კიდევ ერთხელ გააფრთხილებს პარლამენტს, რომ უკიდურესად დაზიანდება პოლიტიკოსებისადმი ნდობა, თუ Brexit-ის შესახებ რეფერენდუმის შედეგები არ იქნება გათვალისწინებული. ტერეზა მეი დღევანდელ მიმართვაში აპირებს თქვას, რომ პარლამენტი, სავარაუდოდ, Bრეხიტ-ს დაბლოკავს.

Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის შეთანხმებას პარლამენტში კენჭი 15 იანვარს ეყრება.

კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.

გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ Brexit-ის შემდეგ რაუნდში გაიმარჯვებს.

გასული წლის 23 ივნისს,  ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, მიეცეს ყველა იმ მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელია ცხოვრობს. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.

ევროპელმა პარლამენტარებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წინადადება დაიწუნეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.