რუსეთში მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის შეცვლის მომხრეა. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო, „ლევადა ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა 53% ქვეყანაში მთავრობის შეცვლის მომხრეა, 46% აცხადებს, რომ ხელისუფლება წლებია დასაქმების პრობლემას ვერ აგვარებს. გარდა ამისა, გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე არ ზრუნავს.
მოსახლეობის ძირითადი პრეტენზიებია: პროდუქტებზე ფასების მატება, შემოსავლის შემცირება და უმუშევრობა. „ლევადა ცენტრის“ კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 36% დარწმუნებულია, რომ რუსეთის მთავრობის არსებული შემადგენლობა ვერ ართმევს თავს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს. არსასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში წერია ისიც, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს.
გამოკითხვა 2018 წელს, 13-დან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.