საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
სახანძრო-სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. პოლიცია ადგილობრივებსა და ტურისტებს მომხდარის ეიპიცენტრში გადაადგილებისგან თავის არიდებას ურჩევს.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.