FT: მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად ივანკა ტრამპის კანდიდატურა განიხილება

FT: მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად ივანკა ტრამპის კანდიდატურა განიხილება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის პოტენციურ კანდიდატებს შორის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი, ივანკა ტრამპი ფიგურირებს. ამის შესახებ The Finantial Times-ი წერს.

პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად ჩამონათვალშია გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილიც.

მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის პოსტის კანდიდატურას თებერვლის ბოლომდე შეარჩევს. საფინანსო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯიმ იონ კიმის პოსტიდან გადადგომა ძალაში ოფიციალურად 1 თებერვლიდან შევა.

მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საფინანსო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯიმ იონ კიმმა თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა.

59 წლის ყოფილი პედაგოგი და განათლების სპეციალისტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობაზე 2022 წლამდე უნდა ყოფილიყო. ის განმეორებით, 5 წლის ვადით 2017 წელს აირჩიეს.

ჯიმ იონ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად 2012 წლის აპრილში დაინიშნა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევნა ასრულებს.